Top
ონლაინ დახმარება

 

ქუთაისის ბიუროში სამსახურის გეგმებზე იმსჯელეს

რეგიონულ ბიუროებთან შეხვედრები გრძელდება იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს ოფისში, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ბიუროა. 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ქუთაისის ბიუროს ოფისი დაათვალიერა და თანამშრომლებს გააცნო სამსახურის უახლოესი გეგმები, რომლის მიხედვითაც ქუთაისის ოფისში ბავშვზე ადაპტირებული გარემო უნდა შეიქმნას.

ადვოკატებმა და კონსულტანტებმა სამსახურის ხელმძღვანელობას გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.