სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების 12 ბიუროსა და 7 საკონსულტაციო ცენტრს მოიცავს, პერიოდულად ცხადდება კონკურსები სხვადასხვა თანამდებობის დასაკავებლად.
2019 წლის 14 იანვარს გამოცხადდა კონკურსი სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროში ადვოკატის თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსი ჩატარდა 2 ეტაპად: ტესტირება და გასაუბრება.
2019 წლის 19 თებერვალს გამართული ტესტირების შესაბამისად, იმ კონკურსანტებისათვის, რომლებმაც გადალახეს დადგენილ ქულათა ზღვარი, 2019 წლის 22 მარტს დაინიშნა კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება.
კონკურსის ობიექტურობის, გამჭვირვალობის, მაღალკვალიფიციურობის და მიუკერძოებლობის ხარისხის მაღალი სტანდარტის დასაცავად, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის ხელმძღვანელობა - დირექტორი და დირექტორის მოადგილე ჩამოსცილდნენ საკონკურსო კომისიის წევრობას. ამასთან, გაფართოვდა საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და მოწვეულ იქნა სპეციალისტები სხვა ორგანიზაციებიდან, მათ შორის, არასამთავრობო სექტორიდან. კერძოდ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან.
საბოლოოდ, საკონკურსო კომისია განისაზღვრა 6 კაციანი შემადგენლობით, რადგან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ მოახერხა კონკურსზე დასწრება.
საკონკურსო კომისიის მიერ, კონკურსანტებთან გასაუბრების შემდგომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთ-ერთი კონკურსანტის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ.
იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაცია ულოცავს დარიკო თორდიას კონკურსში გამარჯვებას და უსურვებს, მისი 15 წლიანი საადვოკატო გამოცდილების, მომავალშიც, ასევე, წარმატებულად გაგრძელებას.