Top
ონლაინ დახმარება

 

მარნეულში გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს

2019 წლის 20 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ლალი ალუდაური მონაწილეობდა მარნეულის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომლის თემა იყო „სახელმწიფო სერვისები გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებისთვის. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის საკითხებზე მუშაობს.

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა ლალი ალუდაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2018 წლის საკანონმდებლო ცვლიელებების შემდეგ, უფასო სამართლებირივი დახმარება, კერძოდ, სასამართლოში საადვოკატო წარმომადგენლობა ხელმისაწვდომი გახდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და სავარაუდო მსხვერპლებისათვის - მათი გადახდისუუნარობის მიუხედავად.

აღსანიშნავია, რომ თანდათანობით იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მარნეულის საკონსულტაციო ცენტრს სტუმრობენ სამართლებრივი რჩევისთვის ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. უფასო სამართლებრივი კონსულტაციის ხელომისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში - რაც, საერთო ჯამში, რეგიონში გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ფაქტორია.