Top
ონლაინ დახმარება

 

ზესტაფონში მცხოვრები დევნილები ქალთა უფლებებს გაეცნენ

2018 წლის 13 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა – ელისო ბოგვერაძემ (სპეციალიზებული ადვოკატი), თეა ჯანგიანმა და ნანა ლუტიძემ შეხვედრა გამართეს ქ. ზესტაფონში რუსთაველის ქუჩაზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ქალბატონებთან, სადაც საუბარი იყო ქალთა უფლებებზე. 

შეხვედრა შედგა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში. 

იურისტებმა ქალბატონებს გააცნეს საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო კონვენციები და რაც მთავრია, უფასო სამართლებრივი დახმარების ის სერვისები, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახურის ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებსა და სავარაუდო მსხვერპლებს სთვაზობს  - მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად.

დევნილებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის  სხვა საქმიანობის შესახებ. ისინი გაეცვნენ იურიდიული მომსახურების გაწევის პირობებს და დაურიგდათ სამსახურის ბუკლეტები.