Top
ონლაინ დახმარება

 

ქუთაისის ბიუროს გაეროს წარმომადგენლები ესტუმრნენ

15 ნოემბერს, თბილისში მიმდინარე „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის მესამე საერთაშორისო კონფერენციის“ პარალელურად, კონფერენციის ერთ-ერთი ძირითადი სპორნსორის - გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) ხელმძღვანელები  ქუთაისს ესტუმრნენ. 

საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე მუნხტუია ალთანგერელი,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი გიგი ბრეგაძე და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კომუნიკაციების ხელმძღვანელი სოფო ჭიჭინაძე იმერეთის-ქუთაისის იურდიული დახმარების ბიუროს  ადვოკატებსა და კონსულტანტებს შეხვდნენ.

სტუმრებმა დაათვალიერეს ბიუროს შენობა, გაეცვნენ საზოგადოებრივი ადვოკატების სამუშაო პირობებს და მოისმინეს მოსაზრებები იურიდიული დახმარების სამსახურის შემდგომი განვითარების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ევროკავშირის წარმომადგენლობა მრავალი წელია იურიდიული დახმარების სამსახურის დონორი ორგანიზაციები არიან და მათი წვლილი განუზომლად დიდია საქართველოს მოსახლეობის  უფასო სამართლებრივი დახმარებით უზრუნველყოფის სფეროში. 

 

UNDP