Top
ონლაინ დახმარება

 

ბორჯომში მიმდინარეობს ტრენინგი ადვოკატთა სპეციალიზაციის საკითხებზე

ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, 17-20 ნოემბერს (2018)  ბორჯომში საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, რომელიც წინასწარ მომზადებულ კონცეფციას ეყრდნობა და მიზნად ისახავს ადვოკატთა სპეციალიზაციას.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკთხებზე  ადვოკატთა სპეციალიზაცია იურიდიული დახმარების სამსახურში პრიორიტეტად არის მიჩნეული. ამ მიზნით ყოველწლიურად ტარდება ტრენინგები და ხორციელდება სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

ტრენინგის სამართლებრივი ნაწილი წარმოადგინა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ირაკლი შონიამ, ხოლო ფსიქოლოგიურ ნაწილს უძღვენიან ექსპერტები ქეთევან თავართქილაძე, ნანა მაისაშვილი და ნინო დარსაძე.

მონაწილეები ასრულებენ  დაკითხვა-გამოკითხვის  ჯგუფურ სავარჯიშოებს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე სპეციალიზებულ ადვოკატთა პრიორიტეტულად შერჩევის ტრენინგი დასრულდება ტესტირებით, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში საზოგადოებრივი ადვოკატებს მიენიჭებათ სპეციალიზაცია.