Top
ონლაინ დახმარება

 

"ევროპის დღე" მარნეულში აღინიშნა

3 ნოემბერს, მარნეულში "ევროპის დღე" აღნიშნეს. ევროკავშირის წარმომადგენელობა საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამა, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურის დონორი ორგანიზაციებია, ასევე არიან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართული "ევროპის დღის" მთავარი ორგანიზატორები. მარნეულის ცენტრში მოწყობილ პავილიონში, იურიდიული დახმარების სამსახურის კარავთან მთელი დღის განმავლობაში ხალხმრავლობა იყო.

ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს, მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგნელებმა ღონისძიების სტუმრებს უმასპინძლეს, უპასუხეს უამრავ კითხვას და დაარიგეს საჩუქრები. იურიდიული დახმარების სამსახურის კარავი, არაერთ საპატიო სტუმართან ერთად, მოინახულა ევროკაშირის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ კარლ ჰარცელმა.