Top
ონლაინ დახმარება

 

ბათუმში ევროპის დღე აღნიშნეს

13.10.2018 ბათუმში "ევროპის დღე" აღინიშნა. აჭარის იურიდიული დახმარების ბიურო ანბანის კოშკთან გამართულ ექსპოზიციაზე სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი. ბიუროს თანამშრომლები აქტიურად აწვდიდნენ ინფორმაციას ექსპოზიციასთან მოსულ სტუმრებსა და მედიის წარმომადგენლებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები და სამახსოვრო საჩუქრები.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, არის იურიდიული დახმარების სამსახურის დონორი ორგანიზაცია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერს სამსახურის გამართულ საქმიანობას