Top
ონლაინ დახმარება

 

საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები ესწრებიან ტრენინგს დანაშაულის პროვოცირების აკრძალვის შესახებ

16.10.2018  იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების ადვოკატები და კონსულტანტები  აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის – PROLoG-ის მიერ ორგანიზენბულ ტრენინგს ესწრებიან. მონაწილეებს მიესალმა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ირაკლი შონია. მან აღნიშნა, რომ  დიდია საზოგადოებრივი ადვოკატების ინტერესი ტერნინგის თემატიკის მიმართ. 

აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის – PROLoG-ის წარმომადგენელმა ირინა ლორთქიფანიძემ წარადგინა ტრენერები: თინათინ ცხვედიანი და დავით კვაჭანტირაძე. 

დანაშაულის პროვოცირების აკრძალვა, ქართული კანონმდებლობა პროვოცირების აკრძალვის შესახებ, კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ, კანონი პროკურატურის შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი – ეს ის ძირითდი საკითხებია, რომლებზეც ტრენერები იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების წარმომადგენლებს ესაუბრებიან. ტრენინგის ფარგლებში გათვალისწინებულია პრაქტიკული დავალებების შესრულებაც.