Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი მადრიდში, გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი მელიტონ ბენიძე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხვა წევრებთან ერთად, დაესწრო ესპანეთის დადაქალაქ მადრიდში, 27 მაისიდან 2 ივნისამდე განხორციელებულ შეხვედრას  ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული რეფორმების, ქალთა გაძლიერების, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებისა და მონიტორინგის გამოცდილების გაზიარების მიზნით.  საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა  კომისიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე. კომისიის წევრებთან (მინისტრის მოადგილეები, სახალხო დამცველი, იურიდიული დახმარების სამსახური, ადამიანით ვაჭრობის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი) ერთად დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და  კომისიის საქმიანობაში ჩართული ექსპერტები. 

დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სახელმწიფო უწყებებში, რომლებიც წარმოადგენენ  ეროვნული მექანიზმს გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისა და შესაბამისი რეაგირებისთვის ესპანეთში: ჯანდაცვის, სოციალური მომსახურებისა და თანასწორობის სამინისტრო, დეპუტატთა კონგრესის გენდერული თანასწორობის კომისია, სასამართლოს გენერალური საბჭოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე ზედამხედველობის ორგანო, სახალხო დამცველი, ქალთა მიმართ ძალადობის სპეციალიზებული სასამართლო,  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის პოლიცია. 

ვიზიტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა  ესპანეთის გენდერული თანასწორობის ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმების მუშაობის ასპექტების გაცნობა, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. შესაბამისად ვიზიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობების როლს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში.  საუკეთესო გამოცდილების გასაცნობად დელეგაცია ეწვია ფუენლაბრადას, ალკორკონის, კასტილია ლა-მანშის მუნიციპალიტეტებს და გაეცნო გენდერულ პროგრამებზე პასუხისმგებელი ადგილობრივი გუნდის მუშაობას.

ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარს უჭერს გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას.