Top
ონლაინ დახმარება

 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სოფელ ზემო ხვედურეთში აღინიშნა

1 ივნისი, როგორც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, დადგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ და 1950 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ამ  დღეს დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობით თითოეული სახელმწიფო ხაზს უსვამს მზადყოფნას უზრუნველყოს  თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლების უფლება. 

ეს მნიშვნელოვანი თარიღი გასვლითი კონსულტაციით აღნიშნა შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიურომ. ბიუროს უფროსი გიორგი ჯეირნაშვილი და კოსნულტანტი ნინო მასურაშვილი, 1 ივნისს ქარელის მუნიციპალიტეტის  სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
 
იურისტებმა ძირითდად არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის შესახებ  ისაუბრეს. შეხვედრა წარიმართა კითხვა–პასუხის რეჟიმში, რომლის დროსაც პასუხი გაეცა მოსწავლეთა მიერ დასმულ აქტუალურ კითხვებს – დანაშაულის, სასჯელის, ნასამართლობის, მშობელთა და შვილების უფლება მოვალეობების და სხვა სამართლებრივ საკითხებზე. ღონისძიებას  40–მდე უფროსკლასელი ესწრებოდა. 

აღსანიშნავია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტი ეკუთვნის შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას და მსგავსი სახის შეხვედრები ქარელის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან კვლავ გაგრძელდება.