Top
ონლაინ დახმარება

 

მიწის რეგისტრაციიის მიმდინარე რეფორმას გულგულას მოსახლეობა გაეცნო

როგორც ცნობილია,  2018 წლის 1 ივლისამდე მოქმედებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი,  რომელიც ამარტივებს მიწის რეგისტრაციას  და შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს ისარგებლონ  მითითებული კანონით გათვალისწინებული შეღავათებით.

აღნიშნული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 29 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის ბიუროს თანამშრომლებმა  ალექსი ტუსნიაშვილმა და მერი ხაჩიძემ  შეხვედრა  გამართეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულას მოსახლეობასთან. გულგულას მცხოვრებლებს  გაეწიათ კონსულატაცია კანონიდან გამომდინარე უძრავი ქონების რეგისტრაციის საკითხებზე. შეხვედრას დაესწრო სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. 
დარიგდა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო  ბუკლეტები.