იმერეთის–ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო ჩართულია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქტიურ ათდღიან კამპანიაში მიწის ნაკვეთების გამარტივებული რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტთან დაკავშირებით. 28 მაისს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადმინისტრაციის თანამშრომლები და სამტრედიის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ შეხვედრას, სადაც ქუთაისის იურიდული დახმარების ბიუროს იურისტებმა ბელა ჭყონიამ და მაია ხვადაგიანმა წარადგინეს სპეციალური პრეზენტაცია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიწის ნაკვეთის გამარტივებული წესისა და პირობების თაობაზე.
რა დროა დარჩენილი საეხლმწიფო პროექტის დასრულებამდე, რისი მოსწრებაა შესაძლებელი და როგორ განხორციელდება მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია 1 ივლისის შემდეგ – ეს იყო ძირითადი კითხვები, რომელზეც სამტრედიაში შეკრებილებმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ იმსჯელეს. შეხვედრაზე დარიგდა იურიდიული დახმარების სამსახურის საონფორმაციო ბუკლეტები