25 მაისს მიწის ნაკვეთების გამარტივებული რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტთან დაკავშირებით, გორის რაიონის სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გიორგი ჯეირანაშვილი და ამავე ბიუროს კონსულტანტი ნინო მასურაშვილი ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც ცნობილია, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი მოქმედებს 2018 წლის 1 ივლისამდე, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის, შესაბამისად, მხოლოდ ამ დრომდე არის შესაძლებელი, რომ მოსახლეობამ ისარგებლოს ზემოთ მითითებული კანონით გათვალისწინებული შეღავათებით.
ტყვიავის მცხოვრებლებმა იურისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აღნიშნული საკითხის შესახებ და ასევე გაეცვნენ იურიდული დახმარების სამსახურის სერვისებს, რომელიც უკავშირდება როგორც უძრავი ქონების რეგისტრაციას, ასევე სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სხვა მნიშვნელოვან თემებს.
პრეზენტაციის შემდეგ საზოგადოებრივი ადვოკატბმა ადგილობრივ მოსახლეობას ინდივიდუალური კონსულტაციებიც გაუწიეს.