სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურსა“ და სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში განახლდა იურიდიული დახმარების იურისტების საკონსულტაციო შეხვედრები მოსახლეობასთან.
ყველას, ვინც დაინტერესებულია სხვადასხვა სამართლებრივი საკითხებით, შეუძლია მიაკითხოს შემდეგ საზოგადოებრივ ცენტრებს:
კაბალი – თვის ყოველი მეორე კვირის ოთხშაბათს;
ჩაქვი – თვის ყოველი მეორე კვირის ოთხშაბათს;
ტყვიავი – თვის ყოველი მეორე კვირის პარასკევს;
გეგუთი – თვის ყოველი მეორე კვირის ოთხშაბათს;
მარტყოფი – თვის ყოველი მეორე კვირის ორშაბათს.