აჭარის იურიდიული დახმარების ბიურომ, 2018 წლის 4 აპრილს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გასვლითი შეხვედრა ჩაატარა ჩაქვის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
საკონსულტაციო ჯგუფს წარმოადგენდნენ ბიუროს ადვოკატები დავით კეკელიძე და ნატო ირემაძე, რომლებმაც მოსწავლეებს წარუდგინეს იურიდიული დახმარების სამსახური, გააცნეს უწყების საქმიანობა და ფუნქციები. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მოსწავლეებმა არაეთი აქტუალური და საინტერესო შეკითხვა დაუსვეს იურისტებს – კერძოდ, პასუხისმგებლობის ასაკი, არასრულწლოვანის უფლებები და ვალდებულებები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქორწინების ასაკი, ფიზიკური პირის ქმედუნარიანობისა და უფლებაუნარიანობის წარმოშობა და სხვა სამართლებრივი ურთიერთობები.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო საჯარო სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი დონის ამაღლება, სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა და დანაშაულის პრევენცია, რასაც ზემოაღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს.
კონსულტაციის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.
იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიურო მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს