Top
ონლაინ დახმარება

 

შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტში

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროების წარმომადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობებთან. 2018 წლის 27 თებერვალს მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს ადვოკატები ნათია ბერძენიშვილი და ქეთევან თალაკვაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს შეხვდნენ.  ღონისძიებას  ესწრებოდნენ  დუშეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ინაშვილი,  მოადგილე კახაბერ ჩიტაური და  საკრებულოს აპარატის სხვა თანამშრომლები. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდი ნაწილი გასული წლის ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად განახლდა. ამიტომ ადვოკატების მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან შეხვედრის მონაწილეებისთვის ბევრი რამ ახალი იყო.

საუბარი შეეეხო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას, სერვისების საჭიროებას, ხელმისაწვდომობას და ა.შ. დუშეთის საკრებულოს წევრებმა  განსაკუთრებული კეთილგანწყობით აღნიშნეს, რომ აუცილებელია ხშირად გაიმართოს იურიდიული დახმარების ადვოკატებისა და კონსულტანტების შეხვედრები მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებლებთან, რომლებსაც ინტენსიური გადაადგილება უჭირთ მუნიციპალური ცენტრების მიმართულებით და სასურველია, ადგილობრივად შეძლონ სამართლებრივი დახმარების მიღება.