8 თებერვალს ჩატარდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლის არჩევნები იურიდიული დახმარების საბჭოს წევრის გამოსავლენად. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობდნენ სამსახურის ბიუროებს კადიდატები. კანდიდატებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა და პროგრამები იურიდიული დახმარების საბჭოს ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. კოლეგებმა ერთმანეთს გაუზირეს მოსაზრებები სამსახურში არსებული სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად და უწყების წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ.
ფარული კენჭისყრის შედეგან გამოვლინდა გამარჯვებული – ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ზურაბ დალაქიშვილი, რომელიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში იურიდიული დახმარების საბჭოში, თავისი კოლეგების – საზოგადოებირივ ადვოკატების ინტერესებს წარმოადგენს.
როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლიდან მოქმედი იურიდიული დახმარების საბჭო, როგორც იურიდიული დახმარების სამსხურის სამეთვალყურეო ორგანო, აქტიურად ახორციელებს თავის უფლებამოსილებას. საბჭო შედგება 9 წევრისგან და დაკომპლექტებულია ადვოკატთა ასოციაციის 3 წევრით, ასევე - იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სახალხო დამცველის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია), სამეცნიერო სფეროსა და იურიდიული დახმარების სამსახურის თითო წარმომადგენლით.
2018 წლის 27 იანვარს საბჭოს პირველ შემადგენლობას ამოეწურა უფლებამოსილების ვადა. საბჭოს წვერებმა გასწიეს მართლაც შთამბეჭდავი სამუშაო - გამართეს 54 სხდომა და მიიღეს 56 გადაწყვეტილება, რომელთა საფუძველზე დამტკიცდა სამსახურის დებულება, სტრატეგია, თანდათანობით გაიზარდა სამსახურის მანდატი, გაიხსნა ახალი ბიუროები და საკონსულტაციო ცენრტები. შესაბამისად, უფასო იურიდიული დახმარება უფრო მეტი ადამიანისათვის გახდა ხელმისაწვდომი საქართველოში.