Top
ონლაინ დახმარება

 

ჩხოროწყუში პრობაციონერებთან შეხვედრა გაიმართა

24 თებერვალს, იურიდიული დახმარების და პრობაციის ბიუროებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს ჩხოროწყუში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულებთან.

პრობაციონერებს განემარტათ პირობითი მსჯავრის და მისი ვადაზე ადრე გაუქმების პირობები, ასევე ნასამართლეობის მოხსნის, ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის და სასჯელისაგან გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმები.

პირობით მსჯავრდებულებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები პერიოდულად ტარდება.