Top
ონლაინ დახმარება

 

მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში გასვლითი კონსულტაცია ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატებმა მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში გასვლითი კონსულტაცია გამართეს.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და ადგილზე გაუწიეს სამართლებრივი კონსულტაციები. გასვლითი კონსულტაციები პერიოდულად ტარდება და მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

მარნეულის მოსახლეობას უფასო კონსულტანციის მისაღებად შეუძლია მიმართოს იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრს, უფასო საადვოკატო მომსახურებით კი შეუძლიათ  რუსთავში არსებულ იურიდიული დახმარების ბიუროსში ისარგებლონ.