იურიდიული დამხარების სამსახური გურიის რეგიონში, კერძოდ, ქალაქ ოზურგეთში, საკონსულტაციო ცენტრის სახით არის წარმოდგენილი. 7 დეკემბერს, ცენტრის თანამშრომლების ორგანიზებით, გლობალური კამპანიის „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის“ ფარგლებში, ცენტრისსავე შენობაში შედგა შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო სკოლის პედაგოგების და მედიის წარმომადგენლებთან.
კონსულტანტმა ია მემარნიშვილმა სტუმრებს დეტალურად გააცნო, თუ რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა, როგორ აისახება ოჯახში ძალადობის ფორმები, ვინ ითვლება მოძალადედ და მსხვერპლად, როგორ უნდა მოხდეს ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და რა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები არსებობს ქალებისათვის. გარდა ამისა, მან ასევე ისაუბრა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შიდა სამართლებრივ აქტებზე, რომლებიც ამ დანაშაულთა წინააღმდეგ მოქმედებს.
გაიმართა დისკუსია. იმსჯელეს სკოლებში არსებული მდგომარეობაზე. აღინიშნა, რომ რეგიონის მოსწავლეებს შორის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ბულინგი. პედაგოგებმა საზოგადოებრივ ადვოკატებს სთხოვეს, სამომავლოდ სასაწავლო დაწესებულებებშიც დაგეგმონ მსგავსი სახის შეხვედრები და ახალგაზრდებს მიაწოდონ მეტი ინფორმაცია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე.
http:// http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/kalta-mimart-da-ojakhshi-dzaladobis-temaze-morigi-shekhvedra-gaimarta#.Wip_trqSSvg.facebook