,,ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ’’ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, შეხვედრას ესწრებოდნენ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი და შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები.
სტუმრებმა აუდიტორიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე, რაც საქართველოში მოქმედებს; აგრეთვე, იმ საშუალებებსა და მექანიზმებზე, რაც რეალურ ან პოტენციურ მსხვერპლებს თავის დაცვის საშუალებას აძლევს. ,,გაეროს ქალთა ორგანიზაციის’’ მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ,,ხმა ამოიღეთ’’ ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც თითქმის მთელი აუდიტორია – ჩაერთო.