იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა ბაღდათის რაიონის სოფელ როკითის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივებისათვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრეს და მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები განუმარტეს.
იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.