Top
ონლაინ დახმარება

 

მოსწავლეები ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხებს გაეცნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში სემინარი გამართეს.

სემინარის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხებზე ისაუბრეს და  უფროსკლასელ მოსწავლეებს ძალადობის მსხვეპლთა უფლებები და მოძალადეთათვის დადგენილი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები გააცნეს. სემინარის ფარგლებში, მოსწავლეებს ასევე განემარტათ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები.

იურიდიული დახმარების ბიუროები სასკოლო სემინარებს რეგულარულად მართავენ, რაც მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას ემსახურება. სასკოლო სემინარები წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30–ზე მეტ საჯარო სკოლაში გაიმართა.