15 ნოემბერს, მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა, ქალთა უფლებების თემაზე, შეხვედრა გამართეს მცხეთის რაიონის სოფელ ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს გააცნეს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები, აგრეთვე – ესაუბრნენ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის შესახებ.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც დევნილთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.