Top
ონლაინ დახმარება

 

საინფორმაციო შეხვედრა დევნილებთან

3 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს საზოგადოებრივმა ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თბილისში, ყოფილ სასტუმრო „კოლხეთში“ ჩასახლებულ დევნილებთან.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივ კითხვებს უპასუხეს.

იურიდიული დახმარების სამსახური სასამართლოში დევნილთა უფლებების დაცვას 2015 წლიდან ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატთა ძალისხმევით, არაერთმა დევნილმა სასამართლოში დავის მოგებაც შეძლო.