Top
ონლაინ დახმარება

 

ამბროლაურის რაიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს და ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა ამბროლაურის რაიონში ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

საზოგადოებრივი ადვოკატები შეხვდენენ მუნიციპალიტეტის გამგებელს, ადგილობრივი თვითმმართველობის და სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებს, ასევე სოფლების – ჭრებალოსა და ხვანჭკარის მოსახლეობას. და იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს. მოქალაქეებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე კონსულტაციის მიღების შესაძლებლობაც მიეცათ.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ოფისები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.