7 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს წეროვანში მცხოვრებ დევნილებთან, რომლებსაც ოჯახში ძალადობის საკითხები გააცნეს.
საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე, მოძალადეთათვის გათვალისწინებულ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, ასევე – ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმებზე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმით წარიმართა.
იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.