Top
ონლაინ დახმარება

 

დევნილები იურიდიული დახმარების სერვისებს გაეცნენ

29 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ფოთში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებთან.

შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ იძულებით გადაადგილებულ პირებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ესაუბრნენ. განიხილეს დევნილთა სოციალური უფლებები, დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართის დაკანონება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობასთან დაკავშირებული საკითხები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის საკითხები და ა.შ.

იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც დევნილთა  სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.