Top
ონლაინ დახმარება

 

თბილისის ბიუროს წარმატებული საქმე

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს დახმარებისთვის მიმართა სამი არასრულწლოვანი შვილის დედამ, ე.ნ.-მ და ითხოვა ადვოკატის დახმარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/ საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიისადმი მიმართვაში, რათა ოჯახი "უსახლკარო ოჯახად" დარეგისტრირებულიყო.
მერიამ აღნიშნული ოჯახი ერთხელ უარით გამოისტუმრა იმ საბაბით, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ თბილისის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. 
თბილისის ბიუროს ადვოკატი სოფია ჯოლოხავა გაეცნო საქმის მასალებს და მოამზადა სარჩელი, სადაც ყურადღება გაამახვილა ბავშვების საჭიროებებზე, მათ საუკეთესო ინტერესებზე, ოჯახის შემოსავალსა და დანახარჯებზე, ერთჯერადად ჩარიცხულ თანხებზე. მიუთითა, რომ ჩარიცხვებს აქვს ერთჯერადი ხასიათი და არ წარმოადგენს ოჯახისთვის სისტემურ შემოსავალს. შესაბამისად, ადვოკატმა მოითხოვა მერიის მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობა და ოჯახის წევრთა უსახლკარო პირად რეგისტრაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად, მოსარჩელეებს გაუჩდათ უსახლკარო პირებად დარეგისტრირების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ბენეფიციარები უზრუნველყოს დროებით სარგებლობაში ფართის გადაცემით.