იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს კონსულტანტს, ლევან ცალუღელაშვილს დახმარებისთვის მიმართა სოციალურად დაუცველი მოქალაქის, კ. მ–ს დამ და ამავე დროს მისმა რწმუნებულმა, ლ.ა.–მ. მისი განცხადებით, ერთ–ერთმა იურისტმა მას არ გაუწია კვალიფიციური მომსახურება, იმის მიუხედავად, რომ ბენფეციარისგან 1200 ლარი საქმის გასამრჯელოდ მიიღო.
გაირკვია, რომ აღნიშნულ იურისტს ბენეფიციარისთვის უნდა ეწარმოებინა სამკვიდრო ქონების მიღებასთან დაკავშირებული პროცედურები და სასამართლოსთვის მიემართა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის სასამართლო წესით დადასტურებასთან დაკავშირებით, რაც მან არ გააკეთა. ადვოკატმა სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა დ არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო სოციალურად დაუცველმა პირმა კ.მ–მ, მემკვიდრეობაზე ვერანაირი უფლება ვერ მოიპოვა. ბენეფიციარმა მატერიალური ზარალიც მიიღო, როცა ადვოკატს თანხა გადაუხადა.
თბილისის ბიუროს კონსულტანტმა ლევან ცალუღელაშვილმა კ. მ. –ს მოუმზადა სასარჩელო განცხადება და ახსნა-განმარტება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ბენეფიციარის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა სრულად. იურისტს სოციალურად დაუცველი კ.მ–ს სასარგებლოდ 1200 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.