Top
ონლაინ დახმარება

 

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გამართლდა

როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის  პირველი ნაწილის მიხედვით „იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით, თუ ბრალდებული, მსჯავრდებული ან/და გამართლებული გადახდისუუნაროა“.

სწორედ ასეთი სახის ერთ–ერთ საქმეში, 2017 წლის აპრილის თვიდან ჩაერთო თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ირაკლი ბენია, რომელიც ბრალდებულ გ.გ.–ს ინტერესებს სახელმწიფოს ხარჯზე იცავდა. გ.გ.–ს ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით („განზრახ მკვლელობა“). თუმცა ადვოკატის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი მტკიცებულებებით, რომელშიც ექსპერტიზის დასკვნებიც შედიოდა, სასამართლომ  აღნიშნული მუხლი გადააკვალიფიცირა ნაკლებად მძიმე დანაშაულზე,  გ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლით („ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება“) და სასჯელის სახით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.