Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.

შეხვედრის ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ისაუბრეს ბენეფიციართა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო მანდატის მნიშვნელობა. 

იმსჯელეს ინსტიტუციებს შორის მჭიდრო და ეფექტიანი კომუნიკაციის აუცილებლობასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. 

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კიდევ უფრო გააძლიერონ უწყებათაშორისი თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების ეფექტიან დაცვას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ლიკა კობალაძე, დირექტორის მოადგილე გელა გელაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური.