Top
ონლაინ დახმარება

 

ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან კომუნიკაციის თავისებურებები

2026 წლის 19-20-21 მარტს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა დას ფსიქოლოგებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან კომუნიკაციის თავისებურებები".
ტრენინგს უძღვებოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტი, ფსიქოლოგი ეკატერინე თავრთქილაძე. 

ძალადობის დინამიკა და მსხვერპლის გამოცდილება, ტრავმის გავლენა კომუნიკაციაზე, ტრავმა-ინფორმირებული მიდგომის პრინციპები, პროფესიული საზღვრები და თვითზრუნვა, არასრულწლოვან მსხვერპლებთან კომუნიკაციის სპეციფიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ფსიქოლოგიური ასპექტით განხილვა და სამართლებრივი მიდგომები იქნა განხილული სამდღიან ტრენინგზე, რომელშიც ადვოკატები აქტიურად ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებს თითქმის ყოვედღიურად უწევთ ძალადობის მსხვერპლებთან, მათ შორის, არასრულწლოვანებთან ურთიერთობა, რასაც სწორი ფსიქოლოგიური მიდგომა და გააზრება სჭირდება. შესაბამისად, ტრენინგზე წარმოდგენილი თეორიული საკითხების და მონაწილეთა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას  ეფექტური მნიშვნელობა ჰქონდა.