Top
ონლაინ დახმარება

 

საყულიას მცხოვრებელებმა იურიდიული კონსულტაციები გაიარეს

იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანიის ფარგლებში 2026 წლის 26 თებერვალს, ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიას ესტუმრნენ. 

ბიუროს კონსულტანტებმა ინა მელაძემ და მაია ხვადაგინმა ადგილობრივებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და გაუწიეს კონსულტაციები  სოციალური დახმარების მიღების, მიწის რეგისტრაციის, უძრავ-მოძრავი ქონების გაჩუქება-განკარგვის, მემკვიდრეობის მიღების საკითხებზე.

როგორც ცნობილია იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი არის სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსი, რომელშიც მოწყობილია მინი ოფისი. სივრცეში შესაძლებელია იურიდიული კონსულტაციის გაწევა კონფიდენციალურობის დაცვით. 

ღონისძიება  ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით.