Top
ონლაინ დახმარება

 

ენისელის, საბუეს, ალმატის და  შილდის მოსახლეობამ სამართლებრივი კონსულტაცია მიიღო

2025 წლის 15 სექტემბერს მობილური საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით ისარგებლეს ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფლების- ენისელის, საბუეს, ალმატის და  შილდის მოსახლეობამ. იურიდიული დახმარების თელავის ბიუროს ადვოკატმა ალექსი ტუსნიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარებისა და  იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.

ცენტრის დახმარებით საზოგადოებრივმა ადვოკატმა ალექსი აღნიშნულ სოფლების მცხოვრებლებს იურიდიული კონსულტაციები გაუწია. კონსულტაციები ეხებოდა მოსახლეობისათვის საინტერესო სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებს, მათ შორის საცხოვრებელი ბინის, სხვა უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის, საოჯახო დავების, მხარდამჭერის დანიშვნის, სამკვიდროს გახსნის, მემკვიდრეობის, შრომითი ურთიერთობისა  და სხვა მოსახლეობისათვის საინტერესო ყოფით საკითხებს. კონსულტაციები კონფიდენციალურობის სრული დაცვით ჩატარდა. 

მობილური საკონულტაციო ცენტრი წარმოადგენს სპეციალურად აღჭურვილ მიკროასვტობუსს, სადაც შესაძლებელია იურიდიული დოკუმენტების მომზადება და ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაციის გაწევა კონფიდენციალურობის დაცვით.  ცენტრი გახსნილია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით.