Top
ონლაინ დახმარება

 

ფოთში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. პროცესზე  მხარეებს და  ნაფიც მსაჯულებს  წარმოადგენდნენ  გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის #7 საჯარო სკოლის-ის მე-11-12 კლასის მოსწავლეები.

დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართა ფოთის იურიიდული დახმარების ბიუროს უფროსმა ნათია ბოჯგუამ,ასევე ქალაქ ფოთის #7 საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო მორგოშიამ და პედაგოგმა მაკა ბულუხიამ, რომლის ინიციატივითაც მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი იმიტირებული სასამართლოს ჩასატარებლად.

თითქმის ორი თვის განმავლობაში, ღონისძიების მომზადებაში  მონაწილეობდნენ ფოთის ბიუროს უფროსი ნათია ბოჯგუა, სისხლის სამართლის ადვოკატები - ზაზა კვირკველია, დავით გოგუა, ცირა ჯავახიშვილი, ქეთევან გვაზავა და ფოთის #7 საჯარო სკოლის დირექცია და ადმინისტრაცია. ფოთის საქალაქო სასამართლოში  იმიტირებული სასამართლო პროცესი შედგა ამავე   სასამართლოს ხელშეწყობით.

\აღსანიშნავია, ის რომ ადვოკატების  უანგარო შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგი იყო ის, რაც სასამართლო დარბაზში ქალაქ ფოთის #7 საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებმა  წარადგინეს მაღალ დონეზე - როლის გათავისება, მეტყველება, მანერა, ლექსიკა, დამაჯერებლობა და რაც მთავარია მიზნის - სწავლებისთვის არაფორმალური განათლებით სამართლის სფეროში ცნობიერების ამაღლება.
იმიტირებული სასამართლო პროცესი გამოირჩეოდა მონაწილეთა აქტიურობითა და დიდი ინტერესით.

მხარეების მიერ წარმოდგენილ იქნა შესავალი და დასკვნითი სიტყვები, დაკითხულ იქნა მოწმეები, ორივე მხარე ცდილობდა დაერწმუნებინათ ნაფიცი მსაჯულები თავიანთ სიმართლეში. 

საბოლოოდ ნაფიცმა მსაჯულებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს გამამტყუნებელი ვერდიქტი. იმიტირებულ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ მე-7 საჯარო სკოლის პედაგოგები, დაინტერესებული საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, ასევე მათი მშობლები
 შეხვედრა 2024 წლის სამთავრობო ვალდებულებების ფარგლებში ჩატარდა.