Top
ონლაინ დახმარება

 

სტუდენტ პარალეგალებს სერთიფიკატები გადაეცათ

მიმდინარე წლის 29 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით  USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ბორჯომში გაიმართა საზაფხულო ბანაკი სტუდენტი პარალეგალებისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ პარალეგალები აჭარისა და იმერეთის რეგიონიდან და სტუდენტები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისიტეტიდან. 

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - დავით სიმონიამ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ - ჰერბ ბოუმენმა. 

საზაფხულო ბანაკის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დარგის ექსპერტებს და გაეუმჯობესებინათ სოციალური უნარები, შეგახსენებთ, პროექტი პარალეგალი კვლავ აქტიურად გრძელდება და სამომავლოდ იგეგმება სხვადადხვა აქტივობები, რომლებსაც ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

ღონისძიების ბოლოს სტუდენტებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს მხარდაჭერისთვის.