Top
ონლაინ დახმარება

 

ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „შესავალი მედიაციაში“

 USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 17-18 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტებისთვის, ხოლო 22-24 ივნისს საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის, ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით - „შესავალი მედიაციაში“.

ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა - მოლაპარაკებაში შესვლის ფსიქოლოგია,  მედიაციის არსი და სტანდარტები, მედიატორის როლი, მედიაციის უპირატესობები, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, კლიენტის მატერიალური და პროცესუალური ინტერესების გამოკვლევა, სავალდებულო და ნებაყოფლობითი მედიაცია.

 ექსპერტი  სოფიო ჩაჩავა უძღვებოდა ტრენინგს და იგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.

მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს მხარდაჭერისთვის.