Top
ონლაინ დახმარება

 

ევროპის საბჭომ ახალი პროექტი წარადგინა

16 მარტს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში გამართა ახალი პროექტის - „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის” ოფიციალური პრეზენტაცია.

 პროექტის ძირითადი მიზანი,  მხარი დაუჭიროს იურიდიული დახმარების მიმწოდებლებს საქართველოში გაზარდონ იურიდიული დახმარების ეფექტიანობა, ოპერატიულობა და ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით.

ღონისძიება გახსნა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ნატალია ვუტოვამ.შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს პროექტის ძირითადი ბენეფიციარი ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა  რაჟდენ კუპრაშვილმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა. 

ორი წლის განმავლობაში პროექტი ხელს შეუწყობს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) საკანონმდებლო და შიდა ნორმატიული ჩარჩოს რეფორმირებას, მისი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. პროექტი შეიტანს წვლილს იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაშიც და დახმარებას გაუწევს გაფართოებული მანდატით მინიჭებული ფუნქციების შესრულებაში. პროექტი შექმნის ახალ შესაძლებლობებსა და შეიმუშავებს ტრენინგ მოდულების სამსახურის ახლახან შექმნილი სასწავლო ცენტრისთვის. პროექტი იმუშავებს იურიდიული დახმარების მიმწოდებლებთან ქვეყანაში არსებული სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მათ შორის სოფლად და უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.