Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახური გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის ოფიციალური წევრი გახდა

დღეიდან სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის ოფიციალური წევრი გახდა.

გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივაა, რომელიც ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.

იურიდიული დახმარების სამსახური სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის პროფესიულად განხორციელებისთვის შექმნილი ორგანიზაციაა.

საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტების ყოველდღიური საქმიანობა წარმოადგენს უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევას იმ ადამიანებისათვის, ვისაც ეს სჭირდება.

გარდა ამისა, სამსახურის მიერ პერიოდულად ხორციელდება სხვა არაერთი ინიციატივა, რომელიც შინაარსობრივად  სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებას მოიცავს და ბენეფიციარების მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ემსახურება. 

გაეროUNunitednationsglobalcompact