2020 წლის 17 სექტემბერს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს რაჟდენ კუპრაშვილსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელ მარკ ჰულსტს შორის.
აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მიმდინარე საქმიანობებთან დაკავშირებით და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.