Top
ონლაინ დახმარება

 

ქედაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

რიგით მე-18 საკონსულტაციო ცენტრი გაისხნა ქედაში (26 მაისის ქ.#2),, 2020 წლის 14 აგვისტოს და შესაბამისად, უფასო სამართლებრივი დახმარება ქედის მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდა. შესაძლებელი გახდა იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.

საკონსულტაციო ცენტრში იმუშავეს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: სოციალურად დაუცველთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა მოსახლეობასთან ღია ცის ქვეშ გამართულ შეხვერდაზე ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები და ესაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე.

მან აღნიშნა, რომ მთვარია მოსაახლეობისთვის სრულიად იქნას უზრუნველყოფილი ტერიტორიული ხელმისაწვდომობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე, სწორედ ამიტომ ქედის საკონსულტაციო ცენტრი რიგით მეთვრამეტეა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალში განხორციელდება შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და ამ შეხვედრების მისაზნი მოსახლეობის სამართლებრივივი ცნობიერების ამაღლებაა