Top
ონლაინ დახმარება

ირაკლი გვარამაძე იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარე გახდა

2021 წლის 24 აგვისტოს, იურიდიული დახმარების საბჭომ ახალი თავმჯდომარე აირჩია.

სამსახური ულოცავს ბატონ ირაკლი გვარამაძეს იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარედ არჩევას და უსურვებს მას წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას. 

სამსახური ასევე გამოხატავს დიდ პატივისცემას საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ბატონი რამაზ ჩინჩალაძის მიმართ, რომლის თავმჯდომარეობის პერიოდშიც საბჭოს მიერ მიღებულ იქნა სამსახურის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი არაერთი გადაწყვეტილება. ბატონი რამაზი საბჭოს წევრის სტატუსით კვლავ აგრძელებს იურიდიული დახმარების საბჭოში საქმიანობას.

24 აგვისტოს, საბჭოს სხდომაზე 2022 წლის სამსახურის ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია სამსახურის ადვოკატების ფინანსური პირობების გაუმჯობესებისაკენ. სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სწორედ თანამშრომელთა საჭიროებებზე ზრუნვა, რისთვისაც საბჭოს წევრები და სამსახურის აპარატი ერთ გუნდად აგრძელებს საქმიანობას.