Top
ონლაინ დახმარება

 

ბრალდებული უზენაესი სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.

ბრალდებული მ.ქ., რომლის ინტერესებს იცავდა რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი  ნათია კოსტერს- მესტიაშვილი, უზენაესი სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.

2021 წლის ოქტომბერში, რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროში შემოვიდა საქმე, რომელშიც რუსთავში მცხოვრებ მ.ქ-ს ჰქონდა წარდგენილი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (ძალადობა) პირველი ნაწილით და 178-ე მუხლის (ძარცვა)  მე-2  ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“  და „დ“ ქვეპუნქტებით. 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით მ.ქ.-ს ხუთი წლამდე თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. სააპელაციო სასამართლომ კი განაჩენი ერთი წლით დაამძიმა.

შემდეგომ ეტაპზე, საზოგადოებრივმა ადვოკატმა ნათია კოსტერს-მესტიაშვილმა მოამზადა საკასაციო საჩივარი, რომელშიც ყურადღება გაამახვილა გამოძიების მხრიდან დაშვებულ პროცესუალურ დარღვევებზე და მოსამართლის მიერ ადვოკატის შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობაზე. 

საჩივარში არგუმენტირებულად იყო დასაბუთებული, რომ გამოძიებამ მტკიცებულებები არასრულყოფილად წარმოადგინა - ვერ მტკიცდებოდა ძარცვა, რომელიც უშუალოდ მ.ქ.-მ ჩაიდინა, პროკურატურამ საქმის პირდაპირი მოწმე ამოიღო დასაკითხ პირთა სიიდან, ხოლო პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებმა არც ერთ შემთხვევაში დააკმაყოფილეს დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობები. 

საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულ საქმეზე, სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, არგუმენტების ერთობლიობა მიიჩნია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ფარგლებში წარმოდგენილ მტკიცებულებებად და ბრალდებულ მ.ქ.-ს მოუხსნა ბრალდება. იგი გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან.