15 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს უფროსი, დავით ზარიძე, ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა და ნარკოდანაშაულის საკითხებზე ესაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ნარკოტიკული დანაშაულის სახეებს, ნარკოდანაშაულისთვის გათვალისწინებულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომებს და დანაშაულთან ბრძოლის რეგულაციებს გაეცნენ.
შეხვედრა მიეძღვნა ნარკოტიკებთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 26 ივნისს აღინიშნება.