Top
ონლაინ დახმარება

 

პარლამენტი იურიდიული დახმარების სამსახურის წლიური ანგარიშის განხილვას განაგრძობს

საქართველოს პარლამენტი განაგრძობს იურიდიული დახმარების სამსახურის წლიური ანგარიშის განხილვას. 20 მარტს, სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ 2016 წლის საქმიანობის შედეგები, განხორციელბული რეფორმები, გაწეული იურიდიული დახმარების სტატისტიკა და სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს გააცნო.

1 კვირის წინ, ანგარიში ასევე მოისმინეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა. ამ ორი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანო შესაბამის დადგენილებას მიიღებს.

იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე.

პარლამენტიწლიური ანგარიში