Top
ონლაინ დახმარება

 

თელაველ პრობაციონერებს იურიდიული კონსულტაცია გაეწიათ

18 იანვარს, თელავის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულებს იურიდიული კონსულტაცია გაეწიათ.

იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის ბიუროს უფროსი, ადვოკატი ლიანა ჭუნიაშვილი პრობაციონერებს ესაუბრა პრობაციის ბიუროში გამოცხადების დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაჯარიმების წესზე, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვაზე, პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე, ასევე – ნარკოტიკულ დანაშაულის ჩადენის გამო ჩამორთმეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობაზე.

დამსწრეები ასევე უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს გაეცნენ.