იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილეს.
საუბარი შეეხო იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატების როლის გაძლიერებას. აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც მართლმსაჯულების სისტემის გამართული ფუნქციონირების, ისე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების უფლებების დაცვის მიმართულებით.
მხარეებმა მზაობა გამოთქვეს უწყებებს შორის სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისთვის და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
