Top
ონლაინ დახმარება

 

ხელვაჩაურში საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლის საკითხებზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს  მონაწილეობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საზოგადოებრივმა ადვოკატმა მაია ქათამაძემ შეხვედრის მონაწილეებს საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლის ძირითადი საკითხები გააცნო. ასევე მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის, უფასო იურიდიული დახმარების მიღების პირობებისა და მომსახურებით სარგებლობის კრიტერიუმების შესახებ.

შეხვედრა, სახელწოდებით „საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლებრივი ურთიერთობების ზოგადი მიმოხილვა“ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

იურიდიული დახმარების სამსახური საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.